ბიოგრაფია
მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ვაჟი ალექსანდრე
1848 წლის
8/20 იანვარს
დაიბადა
სტეფანწმინდაში.
ხევის
მებატონის
ოჯახის
ერთადერთ
პირმშოს
მამა
ძალიან
ანებივრებდა
- მისი
ყველა
ბავშვური
სურვილი
სრულდებოდა
ხოლმე
და
მას
მუდამ
ყველაფერი
ჰქონდა
ჯიბეში
ფულის
ჩათვლით,
რასაც
ხშირად
ურიგებდა
თანატოლ
ბიჭებს.
ალექსანდრე
ყაზბეგს
მშობლებმა
საფუძვლიანი
განათლებაც
მისცეს.
მას
მასწავლებელთა
მთელი
რაზმი
ამეცადინებდა
უცხო
ენებსა,
ხელოვნებასა
თუ
სხვადასხვა
საბუნებისმეტყველო
საგნებში.
სწავლობდა
ის
ტფილისში
- ჯერ
ჰაკეს
(1859), შემდეგ
კანონიჩის
(1862) პანსიონებში,
ხოლო
1863 წლიდან
კლასიკურ
გიმნაზიაში.
ალექსანდრე
ყაზბეგი
12 წლის
იყო,
როცა
მისი
ლექსი
„ნანა“
ივანე
კერესელიძემ
დაბეჭდა
„ცისკარის“
1861 წლის
დეკემბრის
ნომერში.
ის
ბავშვობიდანვე
ლაპარაკობდა
ფრანგულად,
რუსულად
და
ძალიან
კარგად
ცეკვავდა,
რაც
შემდგომში
თეატრალურ
ხელოვნებაში
გამოადგა.
იმდროინდელ
თეატრალთა
ცნობით,
ალექსანდრე
ყაზბეგი
დიდი
მსახიობი
არასდროს
ყოფილა,
მაგრამ
სცენაზე
„მთიულურს“
მისნაირად
ვერავინ
ასრულებდა.
ამ
ყველაფერს
ემატებოდა
ისიც,
რომ
ყაზბეგი
წარმოსადეგი
და
სასიამოვნო
შესახედაობის
მამაკაცი
იყო.
წინაპრები და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყაზბეგიანთ წინაპრები ჩოფიკაშვილები ყოფილან. ალექსანდრეს პაპა, გაბრიელი მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში სტეფანწმიდის მოურავი იყო, საქართველოში
რუსული
მართვა-გამგეობის
დამკვიდრების
საქმეში
დამსახურების
გამო,
გაბრიელმა
მაიორობა
მიიღო
და
მასვე
ებოძა
აზნაურობა.
იგი
ხევის
გამგებლადაც
დაუნიშნავთ.
გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მამის თანამდებობა მიხეილმა, მისმა უფროსმა ვაჟმა დაიკავა. გადმოცემით,ის მეტად რთული ბუნების კაცი ყოფილა, სიმკაცრითა და ახირებულობით გამოირჩეოდა. მიხეილს
ცოლად
საგინაშვილის
ქალი
შეურთავს,
მაგრამ
მალე
დაქვრივებულა.
მეორედ
თარხნიშვილის
ქალზედაუწერია
ჯვარი
,,როცა საგინაანთ ქალი გარდაიცვალა უშვილოდ, ბიძა-ჩვენმა მიხეილმა შეირთო თარხნიშვილის ქალი, თუმანიანთ
ქვრივი,
რომელსაც
ჰყავდა
სამი
ქალი
პირველი
ქმრისაგან,”
იგონებს სოფიო თარხნიშვილი. ალექსანდრეს დედა ელისაბედი, კეკე როგორც შინაურებში იწოდებოდა, კულტურული, ქართული მწერლობის მოტრფიალე და ოჯახის მოსიყვარულე დედა ყოფილა. ალექსანდრე მშობლების ერთადერთი ვაჟიშვილი იყო, იგი 1848წ. 8./20იანვარს დაბადებულა.
ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პატარა ალექსანდრე არაჩვეულებრივ ფუფუნებაში იზრდებოდა. მასზე ერთდროულად ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი ზრუნავდა. ელისაბედ ყაზბეგი იგონებს: ,,ჩვენი ბიძა-ძალუის მისწრაფება სანდროს სწავლა-განათლებაზე სხვადასხვანაირი იყო . ბიძაჩემს
გაგიჟებით
უყვარდა
თავისი
შვილი,და ამას მხოლოდ იმითი ამტკიცებდა,
ანებივრებდა
და
მეტად
რყვნიდა
თავის
ერთადერთ
მემკვიდრეს,
თითქმის
აღმერთებდა.
ხშირად
იტყოდა
ხოლმე:
ჩემმა
ალექსანდრემ
ოღონდ
იცოცხლოს
და
თუნდაც
სულაც
ნურას
ისწავლისო.
რაც
უნდა
ის
ქნას,
როგორც
ესიამოვნება
ისე
იცხოვროს.”
მწერლის მშობლიური სახლი
,,ძალუა კეკეს შეხედულება ამ საგანზე სულ სხვა იყო . იმას ძალიან უნდოდა , რომ ალექსანდრე ფრიად განათლებული კაცი გამოსულიყო, ყველაფერი კარგათა და ზედმიწევნითა სცოდნოდა, რომ დედამიწის
ზურგზე
ყველაზე
უკეთესი
ისა
ყოფილიყო.”
ბავშვობაში
სანდრო
ცელქი
და
მოუსვენარი
ბიჭი
ყოფილა.ხშირად თანატოლებთან
უსიამოვნებაც
მოდიოდა.
რისთვისაც
დედას
მოჩხუბარიძე
დაურქმევია.
სანდროს
ეს
სახელი
ძალიან
მოწონებია
და
სიამოვნებით
გამოუცხადებია:
“ჰო,
მოჩხუბარიძე
მქვია
და
აკაკიასაც
მეძახიან.
ასე
მესიამოვნება!”
ალექსანდრე
მოგვიანებით
იხსენებდა
, რომ
მასზე
განსაკუთრებულ
გავლენას
ახდენდა
ხალხის
ცხოვრებიდან
ამოღებული
პატარა
ამბები
და
ზღაპრები,
რომელსაც
მეტწილად
საყვარელი
გამზრდელი
უამბობდა.
,,შემიძლიან სიამაყით გითხრა, შენს გაზრდილში თუ იპოვება რაიმე რიგიანი , ბავშვობიდანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, რომლისთვისაც გმადლობს წარმოუთქმელად
შენი
აკაკი
მოჩხუბარიძე,”–ვკითხულობთ
მწერლის
ერთ—ერთ პირად წერილში.
მწერლის
თანამედროვენი
იგონებენ,
რომ
პატარა
ალექსანდრე
ძნელად
ეგუებოდა
გადაჭარბებულ
ფუფუნებას.
იგი
ხშირად
გარბოდა
სახლიდან
და
დროს
სოფლის
ბიჭებთან
ატარებდა.
,,მდაბალი
ხალხი
იმ
თავითვე,
ბავშვობიდანვე,
უყვარდა,სული ბიჭებში
მიუდიოდა
და
ვგონებ,
მიზეზიც
იგივე
იყო,რომ რუსეთიდან
დაბრუნების
შემდეგ,დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში
გადავიდა…”
– წერდა
აკაკი
წერეთელი.
პატარა
ალექსანდრეს
შინაური
მასწავლებლები
ადრეულ
ასაკში
მიუჩინეს.
იგი
11-12 წლის
ფრანგულ
და
რუსულ
ენებს
ფლობდა.
ალექსანდრე
სწავლისადმი
დიდ
ინტერესს
არ
ამჟღავნებდა.
მოწაფეობის
პერიოდიდან
ერთი
საინტერესო
მოვლენა
განსაკუთრებით
საყურადღებოა
1861წ.
ჟურნალ
“ცისკარში”
დაიბეჭდა
მისი
პირველი
ლექსი,
რომელიც
ახალდაბადებულ
ნათესავ
ბავშვს
უძღვნა.
No comments:
Post a Comment